სამუშაო შეხვედრა განათლების დაწყებითი საფეხურის ტრენერებთან

2019 წლის 7 თებერვალს აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლი) ჩატარდა სამუშაო შეხვედრა განათლების დაწყებითი საფეხურის ტრენერებთან. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ:  აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე, კოორდინატორი - ირმა მახარაძე და განათლების დაწყებითი საფეხურის ტრენერები - ნინო ვაშალომიძე, დალი თურმანიძე, ნინო მალაზონია, მზია სალაძე.
აჭარის მაღალმთიანი სკოლების პედაგოგების მხრიდან არის დიდი მოთხოვნა   კლას-კომპლექტის ტრენინგების ჩატარების თაობაზე, რომელზეც მონაწილეები გაეცნობიან და მიმოიხილავენ კლას-კომპლექტების თავისებურებებს, კლასის ორგანიზების ფორმებს, სასწავლო ზონებში მუშაობის სპეციფიკას; გაკვეთილის დაგეგმვას, თანამშრომლობითი სწავლების მეთოდებს, სწავლის პროცესში მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინების სპეციფიკას.
 
გადაწყდა აჭარის განათლების ფონდის ადმინისტრაციისა და ტრენერების  ძალისხმევით  შეიქმნას ტრენინგ-მოდული დაწყებითი საფეხურის კლასების მასწავლებელთათვის, რომლებიც ასწავლიან კლას-კომპლექტში. 
მოდული იქნება წარმოდგენილი სრული პაკეტით: ტრენერის მასალები, მსმენელის მასალები, პრეზენტაციები. 
ტრენინგის გავლა უფასო იქნება  აჭარის საჯარო სკოლების მოქმედი მასწავლებლებისთვის.