რეგისტრაცია სემინარზე ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის

აჭარის განათლების ფონდი, ბათუმის მასწავლებლის სახლი ლიტვის საერთაშორისო უნივერსიტეტის  LCC-სთან თანამშრომლობით აცხადებს რეგისტრაციას სემინარზე „სწავლების სტრატეგიები ეფექტური ჯგუფური მუშაობისათვის“ კერძო და საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის. 
სემინარი გაიმართება  2 მარტს, 11:00-დან 14:00 საათამდე აჭარის განათლების ფონდში, ბათუმის მასწავლებლის სახლში. მისამართი: ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქ. 121.
სემინარს გაუძღვება მონტანის (აშშ) უნივერსიტეტისა და  ლიტვის საერთაშორისო უნივერსიტეტის  LCC-ს პროფესორი, საერთაშორისო ტრენერი - მაქსინ ლ. პონდი.
სემინარის აღწერა:
ჯგუფური მუშაობა ინგლისური ენის სწავლების კომუნიკაციური მიდგომის მნიშვნელოვანი ასპექტია. ეს სემინარი საშუალებას მისცემს სკოლის დაწყებითი და მაღალი კლასების  მასწავლებლებს გაეცნონ კოლაბორაციული/თანამშრომლობითი  უნარების სწავლების მეთოდებს, რათა მათ შეძლონ ემოციურად უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა საკლასო ოთახში. ეფექტური ჯგუფური მუშაობა მხოლოდ უსაფრთხო გარემოშია შესაძლებელი. სემინარი მოიცავს სხვადასხვა სახის აქტივობას სადისკუსიო დროით, რომლის დროსაც მასწავლებლები იმსჯელებენ, თუ როგორ გამოიყენონ ეს აქტივობა ეფექტურად თავიანთ კლასებში. გარდა ამისა, ყველა მონაწილეს მიეცემა შესაძლებლობა გაუზიაროს სხვებს თავისი „საუკეთესო ჯგუფური აქტივობა“. 
სემინარი იქნება ინტერაქტიული. ის მოიცავს ლექციას, ჯგუფურ სამუშაოსა და დამოუკიდებელ დავალებებს. 
შენიშვნა: ყველა მონაწილეს ვთავაზობთ, მოამზადონ საკუთარი ყველაზე ეფექტური ჯგუფური აქტივობის დეტალური აღწერა სემინარზე წარსადგენად.
რეგისტრაცია:
სემინარზე რეგისტრაციისთვის დაუკავშირდით:  
გიული მიქელაძე: 599-50-70-56;
E-mail: mikeladzegiuli@gmail.com
რეგისტრაცია იწყება 20 თებერვლიდან და გაგრძელდება ჯგუფის შევსებამდე.
მონაწილეთა რაოდენობა ჯგუფში: 30 პედაგოგი