სკოლის ბიბლიოთეკართა ტრენინგები დასრულდა

ჩვენი, მასწავლებლის სახლის მიზანია ხელი შევუწყოთ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების როგორც პედაგოგთა, ასევე სკოლის პერსონალის - საქმისმწარმოებლისა და ბიბლიოთეკარის პროფესიულ განვითარებას. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი და გასაძლიერებელია სკოლის ბიბლიოთეკარის როლი მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლებისა და თანამშრომელთა პროფესიული განვითარების საქმეში.
2019 წლის 2-3 მარტს და 9 მარტს ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკართა პროფესიული განვითარების ტრენინგი. 
ტრენინგს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი: ნათია თავდგირიძე.
სამდღიან ტრენინგზე მსმენელებმა მოისმინეს ორი მოდული: 
 
1-ლი მოდული: „ბიბლიოთეკარის ეფექტური მუშაობის მეთოდიკა მშობლებთან, მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან“ - 8 სთ. 
ამ მოდულში განხილული იყო შემდეგი საკითხები: საბიბლიოთეკო რესურსების სასწავლო პროცესში ეფექტურად ინტეგრაციისა და გამოყენების ხელშეწყობა; სკოლის ადმინისტრაციასთან ურთიერთთანამშრომლობის ასპექტები, სკოლის მისიისა და მიზნების შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნაში ბიბლიოთეკის ჩართულობის ხარისხი და მნიშვნელობა; მასწავლებლებთან ერთად განსახორციელებელ ფორმალური და არაფორმალური განათლების ხარისხის ამაღლებისკენ მიმართულ აქტივობები, მოსწავლეების ეფექტურ მკითხველებად ჩამოყალიბებისა და სასკოლო ბიბლიოთეკის მუშაობის პროცესში მშობელთა ჩართულობის სტრატეგიები.
მე-2 მოდული: „საბიბლიოთეკო ღონისძიებების მოწყობა“ - 4 სთ. 
ამ მოდულში განხილული იყო შემდეგი საკითხები: შემოქმედებითი კლუბები, ვებ-პროექტები, სადისკუსიო კლუბები და ა.შ. სამუშაო გეგმის შემადგენელი ძირითადი კომპონენტები (მიზანი, მისაღწევი შედეგი, საქმიანობები, რესურსები, შემოწმების წყაროები, და ა.შ.), მათი დანიშნულება და დოკუმენტირება. მსმენელებმა შექმნეს ღონისძიებათა გეგმის მონახაზები და იმსჯელეს მათ მნიშვნელობაზე. 
მსმენელები უზრუნველყოფილნი იყვნენ საკითხავი მასალითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით.
3 მარტს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. ტრენინგის მონიტორინგს ახორციელებდა აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის სკოლის პერსონალის მიმართულების კოორდინატორი - ირმა მახარაძე.
ამით აჭარაში დასრულდა სკოლის ბიბლიოთეკართა პროფესიული განვითარების ტრენინგები.