თბილისელ ექსპერტთა მასტერ-კლასები ბათუმის მასწავლებლის სახლში

2019 წლის 4 და 5 მაისს ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა მასტერ კლასები რუსული ენის, სამოქალაქო განათლებისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლებისათვის. 
რუსული ენის მასტერ-კლასს უძღვებოდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი ნინო ფეტვიაშვილი. 
მასტერ კლასის შედეგად მონაწილეები  გაეცვნენ ახალ ესგ-ის მოთხოვნას კომპლექსური დავალებებთან დაკავშირებით; გაეცვნენ და გააანალიზეს სხვადასხვა აქტივობა მოსწავლეების და მასწავლებლების პოზიციებიდან; იმსჯელეს აქტივობების აქტუალობაზე, შესაძლო რისკებზე და მათი თავიდან აცილების გზებზე; გაეცვნენ სიმღერაზე და ვიდეოზე მუშაობის სპეციფიკას უცხოური (რუსული) ენის გაკვეთილზე; ასევე გაეცვნენ ტექსტთან მუშაობის ერთ მაგალითს; მიიღეს რეკომენდაციები  მათთვის პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით.
სამოქალაქო განათლების მასტერ-კლასს უძღვებოდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი ნინო გვარამაძე. 
მასტერ კლასის მიზანი იყო მასწავლებლებისათვის გაეცნო პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის ძირითადი პრინციპები. მასწავლებლებს მიეცათ საშუალება მზა მაგალითების განხილვის შედეგად სამომავლოდ შეძლონ მათი ანალოგიური მაგალითების შექმნა და გაკვეთილზე გამოყენება.   
მასტერ-კლასის შედეგად მონაწილეები გაეცნვნენ პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების პრინციპებს; გაიაზრეს გაკვეთილებზე გამოყენების შესაძლებლობებს; ასევე მონაწილეები გაეცვნენ პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების შეფასების ხერხებს/მეთოდებს; შექმნეს სავარჯიშოები აღნიშნული მიდგომის განსახორციელებლად.
ბუნებისმეტყველების მასტერ-კლასს უძღვებოდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი - რუსუდან თედორაძე.
მასტერ კლასის შედეგად: მონაწილეები გაეცვნენ ინტერაქციული სწავლების მნიშვნელობას და მის ფართო შესაძლებლობას მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებაში; მათ  საშუალება ქონდათ მოახდინათ საგაკვეთილო პროცესში გამოყენებული აქტივობების სიმულაცია; მონაწილეებმა მიიღეს რეკომენდაციები  მათთვის პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით.  
მასტერკლასები ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, მონაწილეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი პროცესში. ისინი უზრუნველყოფილნი იყვნენ სამუშაო მასალებით.
მასტერ კლასების მიზნობრივი ჯგუფები საჯარო და კერძო სკოლებში  მოქმედი მასწავლებლებია. ხანგრძლივობა - 4 საათი. ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა განსაზღვრულია 20 მსმენელით. 
4 მაისს მასტერ-კლასების მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. მონიტორინგს ახორციელებდნენ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორები - გიული მიქელაძე, თინათინ ციცხვაია და მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა.