პროფ. უნარების ტრენინგი ბათუმისა და ქობულეთის მასწავლებლებისათვის

ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს ტრენინგ-პროგრამის: „მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები“ განხორციელებას აჭარის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისათვის. ტრენინგები პარალელურად მიმდინარეობს ბათუმის მასწავლებლის სახლში და ქობულეთის მე-6 საჯარო სკოლაში. 
11 და 12 მაისს ტრენინგებს ატარებენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ნუკრი კობახიძე, დავით ჩხაიძე (ბათუმის მასწავლებლის სახლი); ხათუნა ტოტოჩავა,  თინათინ კვაჭაძე (ქობულეთის მე-6 საჯარო სკოლა).
მესამე მოდულის - „სასწავლო პროცესის პოზიტიური მართვა და მზაობა პროფესიული განვითარებისთვის“ მიზნებია: ხელს შეუწყოს მონაწილეებს გააცნობიერონ სასწავლო პროცესის პოზიტიურად მართვის მნიშვნელობა; გამოიმუშაონ დროის ეფექტურად მართვისათვის საჭირო პროფესიული უნარები მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შესაქმნელად; გაეცნონ სტრატეგიებს, რომელთა გამოყენებაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ქცევისა და სწავლის თვითმართვის უნარების განვითარებას და, შესაბამისად, მათ მიერ საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას. 
ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობაა ორი ექვსსაათიანი სატრენინგო დღე; მოცულობა: 12 საკონტაქტო და 13 არასაკონტაქტო საათი; 1 კრედიტი. 
ტრენინგის დაწყებამდე მონაწილეებს ეგზავნებათ წინასატრენინგო საკითხავი მასალა და შესაბამისი დავალება. ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს ეძლევათ ერთი კვირა ტრენინგის საშინაო დავალების შესასრულებლად და ტრენერთან გადასაგზავნად.
11 მაისს ბათუმში ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
12 მაისს ქობულეთში მიმდინარე ტრენინგის მონიტორინგი განახორციელეს ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილემ ლალი ლომთათიძემ და  მიმართულების კოორდინატორმა - თინათინ ციცხვაიამ.
ბათუმში ტრენინგების მონიტორინგს ახორციელებდა აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორი - ირმა მახარაძე.
აღნიშნულ ტრენინგს ეტაპობრივად გაივლის აჭარის სკოლებიდან აღნიშნულ მოდულზე დარეგისტრირებული ყველა პედაგოგი.