სასწავლო წლის შემაჯამებელი შეხვედრა კლუბში „იმედის პულსარები“

2019 წლის 16 მაისს, კერძო სკოლა „შპს განათლება“-ში ჩატარდა  ბუნებისმეტყველთა კლუბის „იმედის პულსარები“  კლუბის სასწავლო წლის დასრულება - შემაჯამებელი შეხვედრა. 
შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ: ბათუმის მასწბლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე, საგნობრივი მიმართულების კოორდინატორი - გიული მიქელაძე, საბუნებისმეტყველო საგანთა მასწავლებლები აჭარის სკოლებიდან და ერგეს საჯარო სკოლის ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბის წევრი მოსწავლეები. 
თავდაპირველად, სკოლის ეზოში კლუბის აქტიური წევრების მიერ ფიზიკის სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილი იქნება მოსწავლეთა ხელნაკეთი ხელსაწყოების გამოფენა. 
მოსწავლეებმა სტუმრებს წარმოუდგინეს  თავიანთი ხელით შექმნილი ხელსაწყოები და ჩაატარეს შემდეგი ექსპერიმენტები:
კვერცხი ბოთლში
იო,იო-კოპერნიკის გამოცდილება
გემი ჭიქაში -კოპერნიკის გამოცდილება
სანთლის ტრიალი-კოპერნიკის გამოცდილება
ბრუნვითი მოძრაობა
ფოტოეფექტი
ცდა ლინზით
სამეცნიერო პიკნიკის შემდეგ სტუმრებმა სკოლის კლუბში გადაინაცვლეს. აქ მოწვეულ სტუმრებს მიესალმა სკოლის დირექტორი - ქეთევან გოშხეთელიანი, რომელმაც ისაუბრა მოსწავლეთა აღზრდაში არაფორმალურ განათლების, კერძოდ საკლუბო მუშაობის დიდ წვლილზე.
შემდეგ მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინსცენირება: „ინერციის“ სასამართლო პროცესი“. წარმოდგენამ სტუმრების დიდი ინტერესი დაიმსახურა.
დასასრულს, სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს სკოლა „განათლების“ დირექტორს - ქეთევან გოშხეთელიანს, ფიზიკის მასწავლებელს - ვენერა აბუსელიძეს და კლუბის წევრ მოსწავლეებს კლუბის საქმიანობისათვის და შეხვედრის საინტერესოდ ორგანიზებისათვის.  
ვენერა აბუსელიძე არის უცხოეთში სტაჟირების ორი პროექტის მონაწილე - ცერნი და კოპერნიკი, რომელთაც ორგანიზებას უკეთებს ბათუმის მასწავლებლის სახლი. მნიშვნელოვანია უცხოეთში მიღებული გამოცდილების დანერგვა ქართულ განათლების სისტემაში, კერძოდ საკლუბო მუშაობაში.
აღნიშნეს, რომ მაღალი იყო ღონისძიებაში მოსწავლეთა ჩართულობა, ინტერაქცია; ჩანდა, რომ მოსწავლეებს საკმაოდ კარგად აქვთ განვითარებული კვლევითი და სოციალური უნარები და წარმატებები უსურვეს მომავალ საქმიანობაში.