მასტერ-კლასები ხელოვნების მასწავლებელებისათვის

2019 წლის 1 და 2 ივნისს ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ექსპერტთა მასტერ კლასები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებისათვის. 
მასტერ-კლასს უძღვებოდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი - ირინე ჯორჯაძე.
ხელოვნების მასტერკლასის პირველი ნახევარი დაეთმო კრიტიკული პედაგოგიკის გააზრებას სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლების კონტექსტში; კრიტიკული პედაგოგიკის თეორიულ საფუძვლებს მის  მეთოდურ მოდელებს. 
მონაწილებმა განიხილეს და შეაფასეს რამოდენიმე საინტერესო პროექტი. 
მასტერკლასის მეორე ნახევარი დაეთმო ვიზუალური კულტურის კრიტიკული ხედვის თავისებურებებს. კრიტიკული პედაგოგიკის მიდგომების გამოყენებით მასწავლებლებმა შექმნეს პრობლემაზე ორიენტირუბული პროგრამის ნიმუში.
მასტერკლასს ქონდა ინტერაქტიული სამუშაო ფორმატი, რათა უზრუნველეყო  მონაწილეთა მაქსიმალური ჩართულობა შეხვედრაში, განსახილველი საკითხების სიღრმისეული გააზრება და პრაქტიკული გავარჯიშება. 
2 ივნისს მასტერ-კლასების მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
მონიტორინგს ახორციელებდნენ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორები - თინათინ ციცხვაია და ირმა მახარაძე.