ტრენინგები - “მშობლებთან კომუნიკაცია ინკლუზიური განათლებისათვის”

2019 წლის 31 მაისს და 1-2 მაისს აჭარის განათლები ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის ორგანიზებით ბათუმსა და ქობულეთში ჩატარდა ინკლუზიური განათლების  ხელშემწყობი  პროგრამის ტრენინგ-მოდული: “მშობლებთან კომუნიკაცია ინკლუზიური განათლებისათვის”. 
ტრენინგებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ინკლუზიური განათლების ტრენერები - ინგა ზარანდია (ბათუმის მასწავლებლის სახლი), თამარ გოგიშვილი (ქობულეთის 1-ლი საჯარო სკოლა). 
ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ქონდათ გაეაზრებინათ ინკლუზიური განათლების პროცესში მშობლებთან წარმოქმნილი პრობლემები და გაეცნობიერებინათ მათი წარმომშობი მიზეზები და შედეგები. მონაწილეებმა  გააცნობიერეს პარტნიორობის საჭიროება, განსაზღვრეს სტრატეგიული კომუნიკაციის როლი მიმდინარე პროცესებში და მისი გამოყენებით შექმნეს სანიმუშო მოდელი ერთი პრობლემის მოსაგვარებლად.
მათ ასევე გაიაზრეს თანაბარი შესაძლებლობების ტაქტიკა და შექმნეს ნიმუშები დიფერენცირების პროცესში მშობელთა აქტიურობის გასაძლიერებლად.
მონაწილეებმა გააცნობიერეს ეფექტური კომუნიკაციის აუცილებლობა მშობლებთან ურთიერთობისას და  აითვისეს პოზიტიური საურთიერთო ენის ნიუანსები. 
მონაწილეებმა ასევე შექმნეს არაძალადობრივი კომუნიკაციის კონცეფცია, გაიაზრეს ამ ტიპის კომუნიკაციის აუცილებლობა და აითვისეს  არაძალადობრივი ენის ნიუანსები.
2 მაისს ბამში ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
ტრენინგებს მონიტორინგს ახორციელებდა ინკლუზიური განათლების მიმართულების კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია. 
ინკლუზიური განათლების ტრენინგები შემოდგომიდან ეტაპობრივად დაიგეგმება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.