მუსიკისა და ისტორიის ექსპერტთა მასტერ-კლასები

 2019 წლის 8 და 9 ივნისს ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ექსპერტთა მასტერ კლასები მუსიკისა და ისტორიის მასწავლებლებისათვის. 
მუსიკის მასტერ-კლასს -  უძღვებოდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი - რუსუდან თაყაიშვილი.
მასტერკლასის შედეგად მსმენელებმა ლექციის, ვიდეომასალის, პრაქტიკული სავარჯიშოებისა და შემოქმედებითი აქტივობების საშუალებით მიიღეს ინფორმაციას მსოფლიოში არსებული მუსიკალურ-საგანმანათლებლო სისტემების შესახებ; გააანალიზეს ამ გამოცდილების საკუთარ პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა; გაეცვნენ და განიხილეს საინტერესო მუსიკალურ პროექტები, განსაზღვრავეს მათთვის აქტუალურ პრობლემები და ჩამოაყალიბეს საკუთარი პროექტის იდეა.
ისტორიის მასტერ-კლასს - „წერილობითი წყაროების გამოყენება“  უძღვებოდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი - ლევან ახვლედიანი.
მასტერკლასზე წარმოდგენილი იყო გორტინის კანონთა კრებული, რომელიც კუნძულ კრეტაზე შეიქმნა. ბერძნული ტრადიციის თანახმად, სწორედ კრეტა წარმოადგენდა კანონთა სამშობლოს. ჩვენი მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენება ისტორიის სწავლებისას. 
მასტერკლასზე განხილული იყო სხვადასხვა სახის სტრატეგიები, რომლებიც მასწავლებლებს დაეხმარება საკუთარი გაკვეთილების გამრავალფეროვნებაში, ხოლო მოსწავლეებისთვის ისტორიული მასალის უკეთ ათვისებაში. 
მასტერ-კლასები ჩატარდა კონკრეტული აქტივობებისა და საკითხების ფონზე, რომლებშიც პედაგოგები თავად მიიღეს მონაწილეობა და შედეგად ისინი ახალი პრაქტიკული ცოდნით და ახალი მეთოდიკით შეარაღებულნი დაუბრუნდებიან თავიანთ სასკოლო გარემოს.
მასტერ კლასების მიზნობრივი ჯგუფები საჯარო და კერძო სკოლებში  მოქმედი მასწავლებლებია. ხანგრძლივობა - 4 საათი. ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა განსაზღვრულია 20 მსმენელით. 
9 ივნისს მასტერ-კლასების მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
მონიტორინგს ახორციელებდნენ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორები - თინათინ ციცხვაია და ირმა მახარაძე.