ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ტრენინგები

ბათუმის მასწავლებლის სახლი კვლავ აგრძელებს მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების ტრენინგ-კურსებს გამოცდაზე დარეგისტრირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო და კერძო სკოლების პრაქტიკოსი და მაძიებლის სტატუსის მოქნე მასწავლებლებისათვის.
3-5 ივლისს დაიგეგმა და ჩატარდა  შემდეგი ტრენინგები: 
- ტრენინგ კურსი სამოქალაქო განათლების პრაქტიკოსის ან მაძიებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებისათვის" – ტრენერი ნინო ტავლალაშვილი;
- „მოკლე კურსი  საბაზო და საშუალო საფეხურის პრაქტიკოსის და მაძიებლის
სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის ისტორიაში“ - ტრენერი კახაბერ ჩაკვეტაძე; 
ტრენინგი განკუთვნილია მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის რომლებიც დარეგისტრირდნენ მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე. 
ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან სასერტიფიკაციო გამოცდის მოთხოვნებს, საგამოცდო ტესტის სტრუქტურას; ტესტურ დავალებებზე მუშაობის გზით დაადგენენ საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი, დახვეწენ ტესტის შევსების ტექნიკას, შეძლებენ საგნობრივი ცოდნის მობილიზებას.
ტრენინგის ბოლო დღეს ისინი კომპიუტერთან შეასრულებენ გამოცდებისა და შეფასების ვებ-გვერდზე განთავსებული მასწავლებლის კომპტენციის დადასტურების ტესტის რამოდენიმე დავალებას. 
ტრენინგზე დასასწრებად სავალდებულო პირობაა: დაინტერესებული პირი დარეგისტრირებული იყოს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაზე. 
ტრენინგის გავლა უფასოა მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის.
ბათუმის მასწავლებლის სახლში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.