ზოგადი პროფესიული უნარების ტრენინგები დასრულდა

აჭარის განათლების ფონდმა, ბათუმის მასწავლებლის სახლმა დაასრულა საგამოცდო ტრენინგები ზოგად პროფესიულ უნარებში.
2019 წლის 5-7 ივლისს ბათუმში, ხოლო 6-8 ივლისს ქობულეთში და ხულოში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგ-მოდული: "მოკლევადიანი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის პროფესიულ უნარებში".
ბათუმის მასწავლებლის სახლში  ტრენინგებს ატარებდნენ ტრენერები: თამთა კვარაცხელია და ლელა თავდგირიძე. ქობულეთის პირველ საჯარო სკოლაში ტრენინგს ატარებდა - მირანდა გორგოშიძე. ხოლო ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში ტრენინგს ატარებდა - ნათია ფხალაძე. 
ტრენინგ-მოდულის მიზნებია: მონაწილეთა მხარდაჭერა პროფესიულ უნარებში კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის მომზადებაში.
ტრენინგის მონაწილეები გაეცვნენ სასერტიფიკაციო გამოცდის მოთხოვნებს, საგამოცდო ტესტის სტრუქტურას; ტესტურ დავალებებზე მუშაობის გზით დაადგინეს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი; დახვეწეს ტესტის შევსების ტექნიკა და შეძლეს საგნობრივი ცოდნის მობილიზება.
6 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
მონიტორინგს ახორციელებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის მიმართულების კოორდინატორი - ირმა მახარაძე.