ტრენინგი ქართული ენის (7-12 კლ.) პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის

ბათუმის მასწავლებლის სახლში გრძელდება მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების ტრენინგ-კურსები გამოცდაზე დარეგისტრირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო და კერძო სკოლების პრაქტიკოსი და მაძიებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებისათვის.
12 – 14 ივლისს დაიგეგმა და ჩატარდა: „მოკლე კურსი ქართულ ენასა და ლიტერატურაში პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის“; ტრენერი - ანა ლორია.
ტრენინგის მონაწილეები გაეცვნენ სასერტიფიკაციო გამოცდის მოთხოვნებს, საგამოცდო ტესტის სტრუქტურას. ტესტურ დავალებებზე მუშაობის გზით მსმენელებმა დაადგინეს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი. მათ ასევე დახვეწეს ტესტის შევსების ტექნიკა, შეძლეს საგნობრივი ცოდნის მობილიზება.
ტრენინგის ბოლო დღეს მსმენელებმა კომპიუტერთან შეასრულეს გამოცდებისა და შეფასების ვებ-გვერდზე განთავსებული მასწავლებლის კომპტენციის დადასტურების ტესტის რამოდენიმე დავალება. 
ბათუმის მასწავლებლის სახლში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.
მონიტორინგს ახორციელებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის მიმართულების კოორდინატორები - ხატია ბერიძე და გიული მიქელაძე.
ტრენინგებზე დასასწრებად სავალდებულო პირობაა - დაინტერესებული პირი დარეგისტრირებული იყოს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაზე.