ტრენინგები ფიზიკისა და მათემატიკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის

2019 წლის ბათუმის მასწავლებლის სახლში 15 – 17 ივლისს დაიგეგმა და ჩატარდა: 
- “მოკლე კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის და მაძიებლისთვის
საბაზო და საშუალო საფეხურების მათემატიკაში”; ტრენერი - მაია ძაძამია
- “მოკლე კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის და მასწავლებლობის მაძიებელთათვის ფიზიკაში”; ტრენერი - ქეთევან ბასილაძე
ტრენინგის მონაწილეები გაეცვნენ სასერტიფიკაციო გამოცდის მოთხოვნებს, საგამოცდო ტესტის სტრუქტურას. ტესტურ დავალებებზე მუშაობის გზით მსმენელებმა დაადგინეს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი. მათ ასევე დახვეწეს ტესტის შევსების ტექნიკა, შეძლეს საგნობრივი ცოდნის მობილიზება.
ტრენინგ-პროგრამის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 3 საკონტაქტო დღე; ჯამში 16 საათი.
ბათუმის მასწავლებლის სახლში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.
მონიტორინგს ახორციელებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის მიმართულების კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია.
ტრენინგებზე დასასწრებად სავალდებულო პირობაა - დაინტერესებული პირი დარეგისტრირებული იყოს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაზე. ტრენინგის გავლა უფასოა მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის.