ვარშავაში სტაჟირების კონკურსის გამარჯვებულები

2019 წლის 18 და 19 ივლისს აჭარის განათლების ფონდში, ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა უცხოეთში (ქ. ვარშავაში) საბუნებისმეტყველო საგანთა  მასწავლებლების სტაჟირების კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება.
გასაუბრებაში მონაწილეობის უფლება ქონდა იმ  24 კანდიდატს, რომლებმაც  გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი. კანდიდატების შეფასების თემატიკა და   კრიტერიუმები წინასწარ იყო გამოქვეყნებული იყო  ორგანიზაციის საიტზე.
საკონკურსო გასაუბრების კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: 
ირაკლი თავბერიძე - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი/კომისიის თავმჯდომარე; ლალი ლომთათიძე - დირექტორის მოადგილე; რუსუდან თედორაძე - სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბუნებისმეტყველების კონსულტანტი; ნუგზარ მოსულიშვილი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საბუნებისმეტყველო ლაბორატორიის გამგე; მაია დოლიძე - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის განათლების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი; მინდია ნაკაშიძე - აჭარის განათლების ფონდის იურისტი; თინათინ ციცხვაია - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის კოორდინატორი; გიული მიქელაძე - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის კოორდინატორი.
გასაუბრების    საჯაროობისა    და    გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით დამკვირვებლის სტატუსით გასაუბრებას ესწრებოდნენ ორი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალიდან და ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრიდან.
კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება)  ოთხ საგნობრივ მიმართულებაში გამოვლინდნენ შემდეგი გამარჯვებული:  
ბიოლოგია:
- ნინო ქათამაძე (სსიპ ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის მასწავლებელი)
- ნონა ქორიძე (სსიპ ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის მასწავლებელი)
- მაგდანა ხაბაძე (სსიპ ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის მასწავლებელი)
ბუნებისმეტყველება:
- დალი თებიძე (სსიპ დაბა ქედის საჯარო სკოლის მასწავლებელი)
- ნინო მალაზონია (სსიპ ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის მასწავლებელი) 
- თამარ კონცელიძე (სსიპ ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის მასწავლებელი)
ფიზიკა:
- მერაბ დიასამიძე  (ქედის სსიპ მახუნცეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი)
- მზევინარ იმედაშვილი (სსიპ ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მასწავლებელი)
- მარინე ხოზრევანიძე (სსიპ ბათუმის მე-9  საჯარო სკოლის მასწავლებელი)
ქიმია:
- თამარა ბერიძე (ხელვაჩაურის სსიპ ფერიის საჯარო სკოლის მასწავლებელი)
- ნაირა ჯაყელი (ხელვაჩაურის სსიპ ჭარნალის საჯარო სკოლის მასწავლებელი)
- რუსუდან შავაძე (სსიპ ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის მასწავლებელი)
 
აჭარის საბუნებისმეტყველო საგანთა მასწავლებლების ერთკვირიანი სტაჟირება პოლონეთში, ვარშავის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრსა (Copernicus Science Centre) და ფონდში - "სკოლა კლასთან" (School with Class Foundation)  განხორციელდება მიმდინარე წლის 22-29 სექტემბერს.