სამუშაო შეხვედრა ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორთან

2019 წლის 9 აგვისტოს აჭარის განათლების ფონდს, ბათუმის მასწავლებლის სახლს ეწვია  გოეთეს სახ. ფრანკფურტის უნივერსიტეტის, ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი მანანა თანდაშვილი. ის შეხვდა აჭარის განათლების ფონდის დირექტორს -  ირაკლი თავბერიძეს, დირექტორის მოადგილეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დარგში- ლალი ლომთათიძეს, დირექტორის მოადგილეს ადმინისტრაციის საკითხებში - ვალერი ბერაძეს და ფონდის იურისტს - მინდია ნაკაშიძეს.
აჭარის განათლების ფონდი, ბათუმის მასწავლებლის სახლი დაინტერესებულია კონტაქტის დამყაროს ფრანკფურტის ფრანკფურტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტთან სამომავლო ერთობლივი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით. 
მხარეები შეთახმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე ბათუმის მასწავლებლის სახლში მასტერ კლასის ჩატარების კუთხით, ასევე აჭარის საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა გოეთეს ინსტიტუტში სტაჟირებაზე.
13 აგვისტოს ბათუმის მასწავლებლის სახლში შეთანხმებით ჩაატარდა გოეთეს სახ. ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროფესორის მანანა თანდაშვილის სამუშაო შეხვედრა ქ. ბათუმის სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებთან. მან  პედაგოგებს გააცნო საიტი ქართული ენის ეროვნული კორპუსი - http://gnc.gov.ge/gnc/page 
ეს არის ქართული ენობრივი რესურსების რეპრეზენტატიული კორპუსი, რომელიც წარმოადგენს ღია რესურსს და შევსებადია.
შეხვედრაზე განიხილეს, თუ  რას შესთავაზებს ფრანკფურტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტი, რომელიც დაეხმარება ქართული ენის მასწავლებლებს აიმაღლონ თავიანთი ცოდნა სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვაში, გაეცნონ ახალ კვლევებს, მიიღონ ინფორმაცია.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის საგნობრივი მიმართულების კოორდინატორები - თინათინ ციცხვაია და გიული მიქელაძე.