რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიების პრეზენტაცია ბათუმის მასწავლებლის სახლში

2019 წლის 11 სექტემბერს აჭარის განათლების ფონდში, ბათუმის მასწავლებლის სახლში მეცნიერების, განათლებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების აკადემია შეხვდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის რესურსცენრების წარმომადგენლებს და საბუნებისმეტყველო საგნების  მასწავლებლებლებს.
შეხვედრა გახსნა აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილემ - ლალი ლომთათიძემ. 
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიესალმნენ: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ბადრი ნაკაშიძე,  აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - ირაკლი თავბერიძე, განათლებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების აკადემიის დირექტორი - ნატო გოგატიშვილი.
განათლებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების აკადემიის დამფუძნებელმა - დავით სონღულაშვილმა გამართა ვირტუალური ლაბორატორიებისა და რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიების პრეზენტაცია.
დავით სონღულაშვილი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი და ვირტუალური და რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიების ავტორი. დამსწრე საზოგადოებას მან წარუდგინა უახლესი სასწავლო რესურსები და ინოვაციური ტექნოლოგიები. 
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - შუშანა სურმანიძე, ბათუმის მასწავლებლის სახლის საბუნებისმეტყველო საგანთა ტრენერები და კოორდინატორები.