კატასტროფების რისკის შემცირების სწავლება ბათუმის სკოლებში

აჭარის განათლების ფონდი / ბათუმის მასწავლებლის სახლი 2015 წლიდან ახორციელებს ტრენინგ- პროგრამას:„ბუნებრივი კატასტროფების რისკის 
შემცირება“ (ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით), რომელიც მოამზადა საერთაშორისო ორგანიზაციამ SAVE THE CHILDREN IN GEORGIA - „გადავარჩინოთ ბავშვები”.
2019 წლის  5-6 და 12-13 ოქტომბერს ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა (ბათუმის  მასწავლებლის სახლმა) ქ. ბათუმის ხუთ  საჯარო (N7, N13, N14, N18, N30 ) და ერთ კერძო სკოლაში (ააიპ ანდრია პირველწოდებულის სკოლა) დაგეგმა  ტრენინგ-კურსი: „ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება - ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით’’.
ტრენინგზე განიხილეს შემდეგი  საკითხები: ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ინკლუზიურ კონტექსტში სკოლის როლი ბუნებრივი კატასტროფების მართვის პროცესში (მოსწავლე, მასწავლებელი, დირექცია, ადგილობრივი საგანგებო სიტუაციის სამსახური) ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ინდივიდუალური და ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა საგაკვეთილო, სადამრიგებლო, ინდივიდუალური თუ არაფორმალური განათლების ფორმატში გაკვეთილის (ინტერგირებული, პროექტი, ექსკურსია და ა.შ.) დაგეგმვა ჩატარება, გადაფასება, განგაში, ევაკუაცია, საგანგებო სიტუაციების ჩანთა. ნასწავლის პრეზენტაციას სკოლები იმიტირებული კატასტროფის დროს გააკეთებენ.
ტრენინგებს  ატარებდნენ ტრენერები: ნინო ტავლალაშვილი (N7 საჯარო სკოლა), თამარ გოგიშვილი (N13 საჯარო სკოლა), მზია სალაძე (N18 საჯარო სკოლა), ლუიზა რევიშვილი (N14 საჯარო სკოლა), ხათუნა ლორთქიფანიძე (N30 საჯარო სკოლა), ნანა  ვარდმანიძე (ანდრია პირველწოდებულის სკოლა).
12 ოქტომბერს სკოლებში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცვნენ: აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი ფრიდონ ფარსენაძე.
ისინი აკვირდებოდნენ პედაგოგთა სწავლების პროცესს, ესაუბრნენ სკოლის ადმინისტრაციას და პედაგოგებს; გაუზიარეს მათ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება,  მისცეს  საჭირო რჩევები ევაკუაციის გეგმებთან და ცეცხლმაქრების პრაქტიკულად გამოყენებასთან დაკავშირებით.
უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში მასწავლებლები ეცნობიან მიწისძვრის, ხანძრის თუ სხვა ბუნებრივი კატასტროფის შემთხვევაში შენობიდან მოსწავლეების ევაკუაციის წესებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ გადამზადებული პედაგოგები მუშაობენ  თავიანთი სკოლების მოსწავლეებთან, პედაგოგიურ კოლექტივთან და მოამზადებენ  სკოლებს "იმიტირებული განგაშის" ჩასატარებლად.