გრძელდება ტრენინგი - “დამრიგებლის საქმიანობის ხელშეწყობა”

ბათუმის მასწავლებლის სახლის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის მიზანია: სკოლაში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა; მოქმედი მასწავლებლების პროფესიული განვითარება; კვალიფიციური კადრების მომზადებისა და პროფესიაში შენარჩუნების ხელშეწყობა. 2019 წლის 12-13 ოქტომბერს, ბათუმის მასწავლებლის სახლში და ქ. ქობულეთში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგი კლასის დამრიგებელის საქმიანობის ხელშეწყობაზე. ტრენინგს ატარებდნენ ტრენერები: მარიზა აბაშიძე (ბათუმის მასწავლებლის სახლი), ანა ლორია და ნათია თავდგირიძე (ქ. ქობულეთის 1-ლი საჯარო სკოლა). ტრენინგ-კურსი - “დამრიგებლის საქმიანობის ხელშეწყობა” მოიცავს 10 საკონტაქტო და 5 არასაკონტაქტო საათს (ორი სატრენინგო დღე, დღეში 5 სთ.) ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: კლასის დამრიგებლის უფლება-მოვალეობები; სადამრიგებლო პროგრამის წარმოების წესი; კლას-საათის დაგეგმვა; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ექსკურსიების მოწყობის წესი; მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესი; ელექტრონული (efllow) დოკუმენტბრუნვის წესი. მოდული ასევე ითვალისწინებს საკითხავ მასალას და პრაქტიკულ სავარჯიშოებს მონაწილეთათვის. ბათუმში ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. მონიტორინგს ახორციელებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის მიმართულების კოორდინატორი - ირმა მახარაძე. აღნიშნული ტრენინგი ეტაპობრივად ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.