აჭარის პედაგოგთა VI რეგიონული კონფერენცია

ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი / ბათუმის მასწავლებლის სახლი აცხადებს აჭარის პედაგოგთა VI რეგიონული კონფერენციის მონაწილეთა რეგისტრაციას! 
კონფერენცია სახელწოდებით:  „სწავლა/სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები” გაიმართება 2019 წლის 20-22 დეკემბერს.
კონფერენციის მიზანი:
საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნობრივი მიმართულებებში; კლასკომპლექტში მუშაობის სპეციფიკის და სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვის გამოცდილების გაზიარება; სკოლაში ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვის პრაქტიკა და გამოცდილების გაზიარება; სკოლებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის სწავლების გამოცდილების გაზიარება; განათლების მართვის სფეროში აქტუალური საკითხების, მართვის წარმატებული მაგალითების გაზიარება.
კონფერენციის ძირითადი მიმართულებები:
    სწავლების საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება (ეროვნული სასწავლო გეგმით  განსაზღვრული საგნობრივი მიმართულებები)
    კლასკომპლექტში მუშაობის სპეციფიკა და სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვა
    ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების  სწავლების გამოცდილება;
    ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა;
    განათლების მართვის აქტუალური საკითხები.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება  შეუძლია:
    მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართული საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოქმედ მასწავლებლებს, 
     საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სპეც. მასწავლებლებს;
    სკოლების ადმინისტრაციის  და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებს. 

წარმოდგენილი თემები უნდა ეფუძნებოდეს აპლიკანტების პედაგოგიკურ გამოცდილებას და მათ მიერ 2018-2019 წ.წ. სასწავლო პროცესში განხორციელებულ აქტივობებს. 
მომხსენებლებს კომისია შეარჩევს  გასაჯაროვებული კრიტერიუმების საფუძველზე.

მომხსენებელთათვის გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი, რომლის საფუძველზეც სკოლის შეფასების ჯგუფი მასწავლებელს მიანიჭებს შესაბამის კრედიტქულას.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მითითებულ მისამართებზე  მოთხოვნილი ფორმატის შესაბამისად მიმდინარე წლის 28 ოქტომბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით. 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულებს....
კონფერენციის განაცხადი… 
წარსადგენი დოკუმენტაცია და შეფასების კრიტერიუმები…
რეგისტრაციის ფორმა