გრძელდება ტრენინგი -„სასწავლო პროცესის პოზიტიური მართვა“

     2019 წლის 9 -10 ნოემბერს დაგეგმა მოდულის - „სასწავლო პროცესის პოზიტიური მართვა და მზაობა პროფესიული განვითარებისთვის“ ჩატარება აჭარის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისათვის. ტრენინგები პარალელურად მიმდინარეობს ბათუმის მასწავლებლის სახლში და აჭარის მუნიციპალიტეტებში.

     ტრენინგებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები:, ქეთევან ბასილაძე, თამთა კვარაცხელია, დავით ჩხაიძე(ბათუმის მასწავლებლის სახლი); თალიკო ჯაყელი (დაბა ქედის საჯარო სკოლა); ქეთევან პაპავა, ნატო ზამთარაძე (ქობულეთის 1-ლი საჯარო სკოლა); როინ ნაკაიძე (დაბა ხიჭაურის საჯარო სკოლა); ნუკრი კობახიძე, ლუიზა რევიშვილი (დაბა ხულოს საჯარო სკოლა). 

     მოდულის მიზნებია: ხელს შეუწყობს მონაწილეებს გააცნობიერონ სასწავლო პროცესის პოზიტიურად მართვის მნიშვნელობა; გამოიმუშაონ დროის ეფექტურად მართვისათვის საჭირო პროფესიული უნარები მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შესაქმნელად; გაეცნონ სტრატეგიებს, რომელთა გამოყენებაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ქცევისა და სწავლის თვითმართვის უნარების განვითარებას და, შესაბამისად, მათ მიერ საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას.

     ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობაა ორი ექვსსაათიანი სატრენინგო დღე. ტრენინგ-მოდულის მოცულობა: 12 საკონტაქტო და 13 არასაკონტაქტო საათი; 1 კრედიტი.

     ტრენინგის დაწყებამდე მონაწილეებს ეგზავნებათ წინასატრენინგო საკითხავი მასალა და შესაბამისი დავალება. ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს ეძლევათ ერთი კვირა ტრენინგის საშინაო დავალების შესასრულებლად და ტრენერთან გადასაგზავნად.

     9 ნოემბერს ბათუმში, ხოლო 10 ნოემბერს ქობულეთში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.

     ბათუმში ტრენინგების მონიტორინგს ახორციელებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორი - ირმა მახარაძე. ქობულეთში მონიტორინგი ჩაატარა ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორმა - თინათინ ციცხვაიამ.