დამრიგებლის საქმიანობის ტრენინგები ქედასა და ქობულეთში

დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლებში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა, მათი შინაგანი ძალების აქტივაცია, ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის პირობების შექმნაა.
2019 წლის 9-10 ნოემბერს, ქედასა და ქობულეთში დაიგეგმა და ჩატარდა  ტრენინგ-კურსი - “დამრიგებლის საქმიანობის ხელშეწყობა”. კურსი მოიცავს 10 საკონტაქტო და 5 არასაკონტაქტო საათს (ორი სატრენინგო დღე, დღეში 5 სთ.) 
ტრენინგებს ატარებდნენ ტრენერები: მარიზა აბაშიძე (ქ. ქობულეთის 1-ლი საჯარო სკოლა) და ანა ლორია (დაბა ქედის საჯარო სკოლა).
ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: 
•    კლასის დამრიგებლის უფლება-მოვალეობები; 
•    სადამრიგებლო პროგრამის წარმოების წესი; 
•    კლას-საათის დაგეგმვა; 
•    ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ექსკურსიების მოწყობის წესი; 
•    მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესი; 
•    ელექტრონული (efllow) დოკუმენტბრუნვის წესი. 
მოდული ასევე ითვალისწინებს საკითხავ მასალას და პრაქტიკულ სავარჯიშოებს მონაწილეთათვის.
10 ნოემბერს ქობულეთში ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. მონიტორინგს ახორციელებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის მიმართულების კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია.
კლასის დამრიგებელის საქმიანობის ხელშეწყობის ტრენინგი ეტაპობრივად ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.