კატასტროფების რისკის შემცირების სწავლება ქობულეთის სკოლებში

2019 წლის  9-10 და 16-17 ნოემბერს ბათუმის  მასწავლებლის სახლმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუთ  საჯარო სკოლაში: სოფ. საჩინოს საჯარო, სოფ. ცეცხლაურის 1-ელი საჯარო, სოფ. გვარას საჯარო, სოფ. ქობულეთის საჯარო, სოფ. ჭახათის საჯარო; დაგეგმა  ტრენინგ-კურსი: „ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება - ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით’’.
ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი  საკითხები: ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ინკლუზიურ კონტექსტში სკოლის როლი ბუნებრივი კატასტროფების მართვის პროცესში (მოსწავლე, მასწავლებელი, დირექცია, ადგილობრივი საგანგებო სიტუაციის სამსახური) ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ინდივიდუალური და ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა საგაკვეთილო, სადამრიგებლო, ინდივიდუალური თუ არაფორმალური განათლების ფორმატში გაკვეთილის (ინტერგირებული, პროექტი, ექსკურსია და ა.შ.) დაგეგმვა ჩატარება, გადაფასება, განგაში, ევაკუაცია, საგანგებო სიტუაციების ჩანთა. ნასწავლის პრეზენტაციას სკოლები იმიტირებული კატასტროფის დროს გააკეთებენ.
ტრენინგებს  ატარებდნენ ტრენერები: ნინო ტავლალაშვილი (სოფ. ქობულეთის საჯარო სკოლა), თამარ გოგიშვილი (საჩინოს საჯარო სკოლა), მზია სალაძე (ჭახათის საჯარო სკოლა), ხათუნა ლორთქიფანიძე (ცეცხლაურის 1-ლი საჯარო სკოლა), ნანა  ვარდმანიძე (გვარას საჯარო სკოლა).
17 ნოემბერს სკოლებში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცვნენ: აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მასწავლებლის სახლის კოორდინატორი - ირმა მახარაძე.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი ფრიდონ ფარსენაძე.
პედაგოგთა სწავლების პროცესს აკვირდებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები: ფრიდონ ფარსენაძე და გიორგი რუსიეშვილი. ისინი ესაუბრნენ სკოლის ადმინისტრაციას და პედაგოგებს; გაუზიარეს მათ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება,  მისცეს  საჭირო რჩევები ევაკუაციის გეგმებთან და ცეცხლმაქრების პრაქტიკულად გამოყენებასთან დაკავშირებით.
უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში მასწავლებლები ეცნობიან მიწისძვრის, ხანძრის თუ სხვა ბუნებრივი კატასტროფის შემთხვევაში შენობიდან მოსწავლეების ევაკუაციის წესებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ გადამზადებულმა პედაგოგებმა უნდა იმუშაონ  თავიანთი სკოლების მოსწავლეებთან, პედაგოგიურ კოლექტივთან და მოამზადონ  სკოლები "იმიტირებული განგაშის" ჩასატარებლად.
აჭარის განათლების ფონდი / ბათუმის მასწავლებლის სახლი 2015 წლიდან ახორციელებს ტრენინგ- პროგრამას:„ბუნებრივი კატასტროფების რისკის 
შემცირება“ (ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით), რომელიც მოამზადა საერთაშორისო ორგანიზაციამ SAVE THE CHILDREN IN GEORGIA - „გადავარჩინოთ ბავშვები”.