ტრენინგი - “დამრიგებლის საქმიანობის ხელშეწყობა”

აჭარის განათლების ფონდი, ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს ტრენინგებს კლასის დამრიგებელის საქმიანობის ხელშეწყობისათვის.
2020 წლის 15-16 თებერვალს დაიგეგმა ტრენინგები ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის პედაგოგებისათვის.
ბათუმის მასწავლებლის სახლში ტრენინგს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი  მარიზა აბაშიძე. ქობულეთის 1-ელ საჯარო სკოლაში ტრენინგებს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი ნათია თავდგირიძე.
ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: კლასის დამრიგებლის უფლება-მოვალეობები; სადამრიგებლო პროგრამის წარმოების წესი; კლას-საათის დაგეგმვა; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ექსკურსიების მოწყობის წესი; მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესი; ელექტრონული (efllow) დოკუმენტბრუნვის წესი. 
მოდული ასევე ითვალისწინებს საკითხავ მასალას და პრაქტიკულ სავარჯიშოებს მონაწილეთათვის.
ტრენინგ-კურსი - “დამრიგებლის საქმიანობის ხელშეწყობა” მოიცავს 10 საკონტაქტო და 5 არასაკონტაქტო საათს, რაც უდრის 0,5 კრედიტ-ქულას. 
ბათუმსა და ქობულეთში ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
ადგილზე მონიტორინგს ახორციელებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის მიმართულების კოორდინატორი - ირმა მახარაძე.
აღნიშნული ტრენინგი ეტაპობრივად ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.