სამუშაო შეხვედრა სკოლამდელი განათლების TOT-ის ფარგლებში

კორონავირუსის აღმკვეთ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება დისტანციურ შრომით პირობებს, ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) დისტანციური შრომის რეჟიმზე გადავიდა, რაც არ გულისხმობს სამუშაო საათების შემცირებას ან შრომითი ურთიერთობის შეჩერებას.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ბათუმის მასწავლებლის სახლში გრძელდება ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის კონკურსის მესამე ეტაპი. ტრენერთა ტრენინგის ფარგლებში ონლაინ ფორმატში დაიგეგმა დისტანციური სამუშაო შეხვედრა კონკურსანტებთან Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.

2020 წლის 7 დეკემბრის სამუშაო შეხვედრის ძირითადი თემა იყო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტის, კონკრეტულად ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტის მიმოხილვა.

შეხვედრაზე მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, სადაც განიხილეს ბავშვის განვითარების სფეროები, იმსჯელეს  ძირითად მახასიათებლებზე, განიხილეს სტანდარტის პრაქტიკაში გამოყენების გზები.

სამუშაო შეხვედრა  ჩაატარა გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) კონსულტანტმა, ტრენინგ-მოდულების ავტორმა - ნინო ჯიჯავაძემ. შეხვედრის მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით -  ლალი ლომთათიძე.

ტრენერთა ტრენინგის ფარგლებში მსგავსი დისტანციური სამუშაო შეხვედრა კონკურსანტებთან კვირაში ორჯერ ჩატარდება.