სამუშაო შეხვედრა სკოლამდელი განათლების პროგრამის საკითხებზე

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში, ბათუმის მასწავლებლის სახლში გრძელდება ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის დანერგვა. ტრენერთა ტრენინგის ფარგლებში, კვირაში ორჯერ მიმდინარეობს დისტანციური შეხვედრები პროგრამის კონკურსანტებთან.

 

✅ 2020 წლის 28  დეკემბერს Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით დაიგეგმა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც განიხილეს 2021 წელს ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენერთა ტრენინგის ონლაინ ფორმატში დაგეგმვის საკითხები.

 

✅ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ:  აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით -  ლალი ლომთათიძე, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) სკოლამდელი განათლების კონსულტანტი - ნინო ფრუიძე, სკოლამდელი განათლების ტრენინგ-მოდულების ავტორი - ნინო ჯიჯავაძე.