ახალი სასწავლო ეტაპი უცხო ენების უფასო შემსწავლელ კურსებზე

2021 წლის 25 იანვარს, ახალი ეტაპის ფარგლებში უცხო ენების უფასო შემსწავლელი კურსების მიმართულებით დისტანციურ რეჟიმში სწავლა დაიწყო 178 მსმენელმა, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ უცხო ენების სხვადსხვა კურსზე (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული). აღნიშნული ეტაპის ფარგლებში შეიქმნა 15 ახალი ჯგუფი. დღეის მდგომარეობით, საერთო ჯამში უცხო ენების მიმართულებით სწავლება მიმდინარეობს 26 ჯგუფში (მიმართულებები: ინგლისური ენა, ინგლისური ენა უსიმათლო და მცირემხედველთათვის, რუსული ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა, თურქული ენა, ქართული ენა).