სამუშაო შეხვედრა სკოლამდელი განათლების ტრენერთა TOT-ის შესახებ

კორონავირუსმა ცვლილებები შეიტანა ქვეყნის შრომითი  და სასწავლო პროცესების განხორციელებაში. ამ კუთხით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ინტენსიურ ნაბიჯებს დგამს, რათა განათლების სისტემაში შემავალი თითოეული რგოლი არ ჩამორჩეს სასწავლო პროცესს.

აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) ცდილობს მხარი დაუჭიროს სკოლამდელი განათლების აღმზრდელ-პედაგოგთა დახმარების პროცესს ქვეყნისათვის ამ რთულ დროს.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი, ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის დანერგვას.

2021 წლის 15 იანვარს დაიგეგმა ონ-ლაინ სამუშაო შეხვედრა, რომელზეც განიხილეს 2021 წელს ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენერთა ტრენინგის დაგეგმვის პერსპექტივები, როგორც პირისპირ ასევე ონ-ლაინ ფორმატში.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ:  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის განათლების დეპარტამენტის უფროსი - ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე; აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით -  ლალი ლომთათიძე, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) სკოლამდელი განათლების კონსულტანტი - ნინო ფრუიძე, სკოლამდელი განათლების ტრენინგ-მოდულების ავტორი - ნინო ჯიჯავაძე.