ონლაინტრენინგი მუნიციპალიტეტების პედაგოგებისათვის

აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აგრძელებს ვებინარულ ტრენინგებს - “დისტანციური სწავლება  Microsoft სერვისების გამოყენებით“; 8 საკონტაქტო საათი ონლაინ ფორმატში და 17 არასაკონტაქტო საათი.

აღნიშნული ტრენინგი  აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გადმოეცა აჭარის განათლების ფონდს.

ტრენინგი დაეხმარება ყველა მონაწილეს დაგეგმოს თავისი პროფესიული საქმიანობა: უკეთ გაართვას თავი მოსწავლეებთან დისტანციურ სწავლებას, გაუიოლდეს მოსწავლეებთან ონლაინ-კომუნიკაცია, მიიღოს საჭირო კრდ/ქულა, წარმატებით გაართვას თავი მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების ტრენინგებს დისტანციურად.

2021 წლის 3-4 და 10-11 აპრილს ვებინარული ტრენინგი დაიგეგმა და ჩატარდა ქედისა და ხულოს სკოლების პედაგოგებისათვის, სულ ჯგუფში 25 მონაწილე.

ტრენინგის საკითხები: Microsoft Teams, Microsoft One Drive, Microsoft Stream, Microsoft Class Notebook, Microsoft Forms, Microsoft White Board პროგრამების გამოყენება სასწავლო მიზნებისათვის.

ტრენინგს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ისტის მიმართულების ტრენერი - თენგიზ გათენაძე.

4 და 10 აპრილს ტრენინგის მიმდინარეობას დისტანციურად გაეცვნენ: აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით -  ლალი ლომთათიძე და საგნობრივი მიმართულების კოორდინატორი: თინათინ ციცხვაია.

აღნიშნული ტრენინგი ეტაპობრივად დაიგეგმება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის მასწავლებლებისათვის.