ონლაინ სამუშაო შეხვედრა დაწყებითი განათლების ტრენერებთან

ბათუმის მასწავლებლის სახლმა დაიწყო მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებისათვის მოსამზადებელი ტრენინგები განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელებისათვის. საწყის ეტაპზე დაიგეგმა ტრენინგი დარეგისტრირებულთა პირველი ჯგუფისათვის.

განათლების დაწყებითი საფეხურის I-IV კლასის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების ინტეგრირებულ გამოცდაზე  მსურველთა რაოდენობა ყოველთვის დიდია. 2021 წელს აღნიშნულ გამოცდაზე აჭარიდან საერთი ჯამში დარეგისტრირდა 349 მასწავლებელი, მათ შორის პრაქტიკოსი/უსტატუსო - 320, მაძიებელი - 29.

ინტეგრირებული ვებინარული ტრენინგ-მოდული: „დაწყებითი საფეხურის (I – IV კლ.) მასწავლებელთა ინტეგრირებული საგამოცდო კურსი“ (I-IV კლ.),  რომელიც „თიმსის“ პლატფორმაზე ტარდება, მოიცავს 18 საკონტაქტო საათს. მისი ხანგრძლივობა არის 6 დღე, დღეში 3 საათი.

ეს ტრენინგი განკუთვნილია მოქმედი პრაქტიკოსი/უსტატუსო მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის რომლებიც დარეგისტრირდნენ მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე.

2021 წლის 27 აპრილს ჩატარდა ონლაინ სამუშაო შეხვედრა დაწყებითი განათლების ტრენერებთან. შეხვედრაზე განიხილეს ინტეგრირებული ვებინარული ტრენინგ-მოდულის: „დაწყებითი საფეხურის (I – IV კლ.) მასწავლებელთა ინტეგრირებული საგამოცდო კურსი“ (I-IV კლ.) დაგეგმვასთან და განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ:  ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე, მიმართულების კოორდინატორი - ირმა მახარაძე და განათლების დაწყებითი საფეხურის პროგრამის ტრენერები: დალი თურმანიძე, ნინო მალაზონია, ნინო ვაშალომიძე, ლეილა წულუკიძე, მზია სალაძე.

COVID-19 ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ბათუმის მასწავლებლის სახლი მასწავლებელთათვის ტრენინგების ჩატარებას TEAMS-ის პლატფორმაზე უზრუნველყოფს.