დისტანციური სწავლების ახალი ეტაპი

აჭარის განათლების ფონდი, უცხო ენების მიმართულებით, დისტანციური სწავლების მეოთხე ეტაპს იწყებს. მაღალი მოთხოვნის გამო, აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაკომპლექტდა ცამეტი ახალი ჯგუფი, მათი ხანგრძლივობა სამიდან ექვს თვემდე   გახლავთ.

მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე უსინათლო და მცირემხეველთათვის  შემუშავდა ინგლისური ენის სპეციალური A2 დონის უფასო  შემსწავლელი კურსი, რომლის მიზანს ყოველდღიურ სიტუაციაში ეფექტურად კომუნიკაცია, საშუალო სირთულის ტექსტის გაცნობა, თანამოსაუბრის მოსაზრებების გაგება და დისკუსიებში ჩართულობა წარმოადგენს. წარმატებით დასრულებული სასწავლო პროცესის შემდეგ მსმენელი  შეძლებს ანალიტიკური უნარების განვითარებას,  პერსონალური რესურსების ეფექტიან და პროდუქტიულ მართვას, სამუშაო გარემოში წარმატებულად ფუნქციონირებას.

გაცნობებთ, რომ სწავლება მიმდინარეობს  ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით.