I-IV კლასების მასწავლებელთა საგამოცდო ტრენინგები

ბათუმის მასწავლებლის სახლში გრძელდება მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების ტრენინგი გამოცდაზე დარეგისტრირებული,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლების I – IV კლასების მასწავლებელებისათვის.

ინტეგრირებული ვებინარული ტრენინგ-მოდული: „დაწყებითი საფეხურის (I – IV კლ.) მასწავლებელთა ინტეგრირებული საგამოცდო კურსი“ (I-IV კლ.) „თიმსის“ პლატფორმაზე ტარდება. მოდული მოიცავს 18 საკონტაქტო საათს და მისი ხანგრძლივობა არის 6 დღე, დღეში 3 საათი.

15-16, 22-23 და 29-30 მაისს დაიგეგმა ტრენინგი მსმენელთა ორი ახალი ჯგუფისათვის. ტრენინგზე დასასწრებად სავალდებულო პირობაა: დაინტერესებული პირი დარეგისტრირებული იყოს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე შეფასებისა და გამოცდების  ეროვნულ ცენტრში.

ტრენინგებს წყვილებში ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის გამოცდილი ტრენერები:  დალი თურმანიძე/ლეილა წულუკიძე და ნინო ვაშალომიძე/ნინო მალაზონია.

ტრენინგის მონაწილეები გაეცვნენ განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების ინტეგრირებული გამოცდის მოთხოვნებს და საგამოცდო ტესტის სტრუქტურას სამივე მიმართულებით: ქართული ენა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება.

ტესტურ დავალებებზე მუშაობის გზით მსმენელებმა დაადგინეს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი. ასევე დახვეწეს ტესტის შევსების ტექნიკა და შეძლენ საგნობრივი ცოდნის მობილიზება.

ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და ბათუმის მასწავლებლის სახლის მიმართულების კოორდინატორი - ირმა მახარაძე.

ტრენინგები ეტაპობრივად განხორციელდება აჭარიდან განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულ ყველა პედაგოგისათვის.