ტრენინგები მუსიკისა და ხელოვნების უსტატუსო მასწავლებლებისთვის

✅ ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს საგნობრივ ტრენინგებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო და კერძო სკოლების უსტატუსო (პრაქტიკოსი) და მაძიებელი მასწავლებლებისათვის.
2021 წლის 29-30 მაისს და 5-6 ივნისს დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები მუსიკასა და ხელოვნებაში. ტრენინგ-მოდულების ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 16 საკონტაქტო საათი, 8 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
✅ ტრენინგ-მოდულს: „ზოგადი კურსი მუსიკის მასწავლებლებისათვის“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ლალი კონცელიძე.
მუსიკის ტრენინგ-მოდულის მიზანია: მაძებლობის პროგრამაში ჩართული მუსიკის მასწავლებლობის მაძიებლების მიერ საგნის მნიშვნელობისა და სპეციფიკის გაცნობიერება, არსებული ცოდნის გააქტიურება, მუსიკის მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის სპეციფიკისა და ფორმატის განხილვა, მუსიკალურ-თეორიული საკითხების დამუშავება, შემოქმედებითი ტიპის დავალებების განხილვა და ამ გამოცდილების სასწავლო პროცესთან დაკავშირება.
✅ ტრენინგ-მოდულს: „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ზოგადი კურსი - ძირითადი საგნობრივი და მეთოდური ორიენტირები“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ხათუნა ლომაძე.
ხელოვნების ტრენინგ-მოდულის მიზანია: გაუღრმავოს მონაწილეებს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლებისთვის აუცილებელი საგნობრივი და მეთოდური ცოდნა.
✅ ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილე მოიპოვებს 2 კრედიტქულას.
ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - ირმა მახარაძე.