ისტორიის ტრენინგი უსტატუსო და მაძიებელი მასწავლებლებისთვის

✅ ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს საგნობრივ ტრენინგებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო და კერძო სკოლების უსტატუსო (პრაქტიკოსი) და მაძიებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებისათვის.

2021 წლის 29-30 მაისს და 5-6 ივნისს დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგი ისტორიაში. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 16 საკონტაქტო საათი, 8 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

✅ ტრენინგ-მოდულს: „ისტორიის ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის და მაძიებლობის პროგრამაში ჩართული მასწავლებლობის მაძიებლებისთვის - ძირითადი საგნობრივი და მეთოდური ორიენტირები“, ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: კახაბერ ჩაკვეტაძე და ნიკოლოზ იმედაიშვილი.

✅ მოდულის მიზანია: მონაწილეებს მისცეს ძირითადი საგნობრივი და პედაგოგიური ცოდნა ისტორიის სტანდარტში გათვალისწინებული თემების სწავლებისათვის.

✅ ტრენინგზე განხილული იყო საკითხებია: ისტორიის რაობა და ისტორიის კვლევის თანამდროვე საკითხები; პირველყოფილი საზოგადოება: პალეოლითი, მეზოლითი, ცვლილებები ნეოლითში; სახელმწიფოს წარმოშობის თეორიები; მსოფლიოსა და საქართველოს ძველი ისტორია; მსოფლიოსა და საქართველოს შუა საუკუნეების ისტორია; მსოფლიოსა და საქართველოს ახალი და უახლესი ისტორია.

✅ ტრენინგების წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილე მოიპოვებს 2 კრედიტქულას.

✅ ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი: გიული მიქელაძე.