ტრენინგები გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების უსტატუსო მასწავლებელთათვის

✅ ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს საგნობრივ ტრენინგებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო და კერძო სკოლების უსტატუსო (პრაქტიკოსი) და მაძიებელი მასწავლებლებისათვის.

2021 წლის 5-6 ივნისსა და 12-13 ივნისს დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები გეოგრაფიასა და სამოქალაქო განათლებაში. ტრენინგ-მოდულების ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 16 საკონტაქტო საათი, 8 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

✅ ტრენინგ-მოდულს: „ფიზიკური გეოგრაფიის ზოგადი კურსი გეოგრაფიის მასწავლებლებისათვის“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ლუიზა რევიშვილი.

გეოგრაფიის ტრენინგ-მოდულის მიზანია: კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე ფიზიკური გეოგრაფიის სწავლებისათვის აუცილებელი საგნობრივი ცოდნა და უნარები, გააცნოს გეოგრაფიის დისტანციური სწავლების ხერხები და საშუალებები.

✅ ტრენინგ-მოდულს: „ზოგადი კურსი სამოქალაქო განათლებაში“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ნინო ტავლალაშვილი.

სამოქალაქო განათლების ტრენინგ-მოდულის მიზანია: მასწავლებლობის მაძიებლებმა აიმაღლონ კომპეტენცია შემდეგი მიმართულებით: სამოქალაქო წიგნიერება, ადამიანის უფლებები და კონსტიტუცია, კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრა, საერთაშორისო სამართალი, ეფექტური კომუნიკაცია, მოქალაქეობის 2018-2024 წლების სტანდარტის გამოყენება და მეთოდური ცოდნა.

✅ ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილე მოიპოვებს 2 კრედიტქულას.

ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - გიული მიქელაძე.