ტრენინგები ქიმიისა და ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებლებისათვის

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) გრძელდება ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.

✅ 2021 წლის 3-8 სექტემბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები ქიმიისა და ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებელთათვის.

ტრენინგ-მოდულების ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 6 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

ტრენინგ-მოდულს: კომპიუტერული პროგრამის Chemsketch პროგრამის გამოყენება ქიმიაში“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი  ნუკრი კობახიძე.

ქიმიის ტრენინგ-მოდულის მიზანია: მონაწილეები გაეცნონ პროგრამა „ChemSketch“-ის გამოყენების პრინციპს, მის შესაძლებლობებს, ინსტრუმენტებს; ამ პროგრამაში ააგონ სხვადასხვა ორგანული ნაერთის სტრუქტურული ფორმულები, ქიმიური რეაქციების ტოლობები, ააწყონ გონებრივი რუკები პროგრამაში არსებული შაბლონების გამოყენებით.

ტრენინგ-მოდულს: „სამეცნიერო პრაქტიკები ბიოლოგიის სწავლებაში“,  ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ხათუნა ტოტოჩავა.

ბიოლოგის ტრენინგ-მოდულის მიზანია: სამეცნიერო პრაქტიკების დიფერენცირება და შერჩევა კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში; ცალკეული სამეცნიერო პრაქტიკის გამოყენებით აქტივობის დაგეგმვა; სამეცნიერო პრაქტიკების გამოყენება საგნის შინაარსის სწავლებისა და კვლევითი უნარების განვითარების მიზნით.

✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: • დაესწროს ტრენინგის 80%-ს; • გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

✅ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია. მსგავსი ტრენინგები ეტაპობრივად განხორციელდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის წამყვანი მასწავლებლისათვის.