აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორად სულიკო თებიძე დაინიშნა.

აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი აჭარის განათლების ფონდის ახალ ხელმძღვანელთან, სულიკო თებიძესთან ერთად ფონდის კოლექტივს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ორგანიზაციის მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები.

სულიკო თებიძეს განათლების სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება გააჩნია. ის გახლდათ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე და 2012-2017 წ.წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე.

სხვადასხვა დროს იყო ბათუმის რამდენიმე საჯარო სკოლის (ბათუმის N-18, N-26, N2) დირექტორი და ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას როგორც მათემატიკის მასწავლებელი. 1992- 1998 წ.წ. იყო აჭარის (გონიოს) კოოპერაციული ინსტიტუტის ელემენტარული მათემატიკისა და მათემატიკის სწავლების მეთოდიკის კათედრის გამგე.