ტრენერთა ტრენინგი - „ბავშვთა უფლებები“

➡ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში იწყებს  მზადებას პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ ტრენინგების ჩატარებისათვის კერძო და საჯარო  სკოლების უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის.

მიმდინარე წლის 13 მაისს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ეგიდით შექმნილი ახალი მოდულების გაცნობისა და ტრენერთა ტრენინგის ჩატარების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის  ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის  მე-4  მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ბათუმის მასწავლებლის სახლში პირისპირ ფორმატში დაიგეგმა ტრენერთა ტრენინგი სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალ მოდულში წამყვანი მასწავლებლებისათვის: „ბავშვთა უფლებები“.

ტრენერთა ტრენინგს უძღვებოდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, მოდულის ავტორი - დავით ხვედელიძე.

მონაწილეები გაეცშემდეგ საკითხებს: სამართლებრივი დოკუმენტები (ბავშვთა უფლებათა კოდექსი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი); ძალადობრივი სოციალური ნორმების ანალიზი; განათლება და სასიცოცხლო უნარები ბავშვთა მიმართ ძალადობის დაძლევა.

ტრენერთა ტრენინგს დაესწრნენ ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის ( ბათუმის მასწავლებლის სახლი)  სხვადასხვა მიმართულების გამოცდილი ტრენერები.