ტრენერთა ტრენინგი - „კათედრის საქმიანობა და ხარისხის მართვა“

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი იწყებს  მზადებას პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ ტრენინგების ჩატარებისათვის კერძო და საჯარო  სკოლების უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის.
➡ მიმდინარე წლის 13 მაისს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ეგიდით შექმნილი ახალი მოდულების გაცნობისა და ტრენერთა ტრენინგის ჩატარების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის  ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის  მე-4  მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ბათუმის მასწავლებლის სახლში პირისპირ ფორმატში დაიგეგმა ტრენერთა ტრენინგი სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალ მოდულში უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისათვის: „კათედრის საქმიანობა და ხარისხის მართვა“.
➡ ტრენერთა ტრენინგს უძღვებოდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერი, მოდულის ავტორი - ხათუნა ბარაბაძე.
➡ მონაწილეები გაეცვნენ შემდეგ საკითხებს: საკანონმდებლო რეგულაციებს, საგაკვეთილო დაკვირვების  7-დონიანი მოდელს, კათედრის პორტფოლიოს შექმნას tems- პლატფორმის გამოყენებით, მონიტორინგის ინსტრუმენტებს.   გააცნობიერეს საგნის კურიკულუმის შექმნის  და საგნის სწავლების პროცესში კათედრის კათედრის ყველა წევრის ჩართვის მნიშვნელობა.  აღნიშნული მოდული დაეხმარება სკოლას შეიმუშაონ მასწავლებლის საჭიროებებზე ორიენტირებული პროფესიული განვითარების სამოქმედო გეგმა.
➡ ტრენერთა ტრენინგს დაესწრნენ ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის ( ბათუმის მასწავლებლის სახლი)  სხვადასხვა მიმართულების გამოცდილი ტრენერები, რომლებიც ასევე “მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის" დანერგვის პროგრამის ფარგლებში ატარებდნენ ეროვნული ცენტრის ტრენინგ-მოდულებს აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა და  სკოლის შიდა შეფასების ჯგუფების წევრებისათვის.