სამუშაო შეხვედრა - „ტრენინგების ეფექტურად დაგეგმვა და წარმართვა“

➡ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი იწყებს  მზადებას პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ ტრენინგების ჩატარებისათვის კერძო და საჯარო  სკოლების უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის.
➡ მიმდინარე წლის 13 მაისს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ეგიდით შექმნილი ახალი მოდულების გაცნობისა და ტრენერთა ტრენინგის ჩატარების, აგრეთვე, ტრენინგების ეფექტურად დაგეგმვისა და  წარმართვისთვის, ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) ფონდის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის თანამშრომლებისათვის პირისპირ ფორმატში ჩატარდა სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრა.
➡ სამუშაო შეხვედრას  უძღვებოდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგების პროგრამის მენეჯერი - ნინო გორდეზიანი.
➡ შეხვედრაში მონაწილეობდნენ:
აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის მიმართულებით - ლალი ლომთათიძე, საგნობრივი მიმართულების კოორდინატორები: ხატია ბერიძე, თინათინ ციცხვაია, ირმა მახარაძე, ანა ლამპარაძე და მონიტორინგის სპეციალისტი - მაია ზოსიძე.