ტრენინგი: „ხელოვნების ნიმუშების კონტექსტში აღქმა და ინტერპრეტაცია“

➡️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს ტრენინგებს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
➡️ 2022 წლის 18-23 ივნისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი უფროსი და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე ხელოვნების  მოქმედი მასწავლებლებისათვის.  ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 6 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
➡️ ტრენინგ-მოდულს: „ხელოვნების ნიმუშების კონტექსტში აღქმა და ინტერპრეტაცია“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი: ხათუნა ლომაძე.
➡️ ტრენინგ-მოდულის თემატიკაა: 
* საინტერპრეტაციო საქმიანობისა და ნამუშევრების კონტექსტში კითხვის სწავლება; 
* აღწერა-ანალიზი.
➡️კურსის მიზანია: მონაწილეებს მისცეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლებისათვის აუცილებელი საგნობრივი ცოდნა და უნარები.
➡️ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
• საგაკვეთილო აქტივობების დაგეგმვას კომუნიკაცია-ინტერპრეტაციისა და ხელოვნების ნიმუშების კონტექსტში კითხვის მიმართულებით;
• გაეცნობიან ხელოვნების ნიმუშების კონტექსტში აღქმის ჰუმანიტარული დისციპლინების საფუძვლებს;
• კითხვის დასმის მეთოდებსა და ტექნიკას;
• ანალიზის სხვადასხვა სკოლებსა და მეთოდებს.
➡️ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%
➡️22 ივნისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით- ლალი ლომთათიძე.