დასრულდა ტრენინგი ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის

➡️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს ტრენინგებს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.

➡️ 2022 წლის 12-21 ნოემბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი უფროსის და  წამყვანის სტატუსის მქონე დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ინგლისური ენის მოქმედი მასწავლებლებისათვის.  ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

➡️ ტრენინგ-მოდულს: აქტიური სწავლება ინგლისურში ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - დალი აბურჯანია.

➡️ ტრენინგ-კურსის მიზანია მონაწილეები გაეცნონ:

მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისა და შეფასების სტრატეგიებს, რომელსაც გამოიყენებენ ინგლისური ენის სწავლებისას.

ენობრივი ასპექტებისა და ოთხივე კომუნიკაციური მიმართულების (კითხვა, მოსმენა, წერა, ლაპარაკი) სწავლების თავისებურებებს და მათ პრაქტიკულ გამოყენებას.

ავთენტური შეფასების სხვადასხვა ფორმებს და შეფასების პროცესში გასათვალისწინებელ უმთავრეს პრინციპებს.

დამხმარე მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელოვნებას ინგლისური ენის გაკვეთილის დაგეგმვისა და წარმართვის პროცესში.

➡️ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

დაგეგმოს გაკვეთილი კომუნიკაციური მიმართულებების (კითხვა, მოსმენა, წერა, ლაპარაკი) მიხედვით მათი სწავლების თავისებურებების გათვალისწინებით.

აარჩიოს ავთენტური სამეტყველო აქტივობები სასწავლო მიზნების შესაბამისად.

გამოიყენოს კომუნიკაციური გაკვეთილის მართვის ტექნიკები და სწავლის სტრატეგიები საკუთარ პრაქტიკაში.

➡️ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

დაესწროს ტრენინგის 70%-

გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%

➡️ 15 ნოემბერს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცვნენ: დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - სოფო თენიეშვილი.