ტრენინგი „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო“

ბათუმის მასწავლებლის სახლმა განაახლა ტრენინგ-პროგრამა: „მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები“.
2020 წლის 15-16 თებერვალს ბათუმსა და ქობულეთში დაიგეგმა მეორე მოდული: „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო - სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები“.
ბათუმის მასწავლებლის სახლში ტრენინგს ატარებდა ტრენერი - ლელა თავდგირიძე; ხოლო ქობულეთის 1-ელ საჯარო სკოლაში - ტრენერი თამთა კვარაცხელია.
ტრენინგ-მოდული მიზნად ისახავს, მონაწილეებს გააცნოს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები და დაეხმაროს მათ მიღებული
ცოდნის საკუთარ პრაქტიკასთან დაკავშირებაში. 
ტრენინგ-მოდულის მონაწილეები გაეცნობიან შემაჯამებელი შეფასების სხვადასხვა ფორმებს, შეფასების რუბრიკის შექმნის წესსა და შეფასების პროცესში
გასათვალისწინებელ უმთავრეს პრინციპებს. მოდულში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება განმავითარებელი შეფასებისა და დიფერენცირებული სწავლების მნიშვნელობაზე და სასწავლო პროცესში მათ მიზნობრივად და ეფექტურად გამოყენებაზე. 
ტრენინგის მსვლელობისას მოხდება განმავითარებელი შეფასებისა და დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტების მოდელირება და მონაწილეებს მიეცემათ მათი გამოყენებისა და იმ საგანთან ადაპტირების შესაძლებლობა, რომელსაც ასწავლიან.  
ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა - 12 საკონტაქტო და 13 არასაკონტაქტო საათს, რაც უდრის 1 კრედიტ-ქულას.
იმისათვის, რომ მონაწილეს პროგრამა გავლილად ჩაეთვალოს, მიენიჭოს კურსის წარმატებით გავლის სერტიფიკატი, რომლის საფუძველზეც იგი შეძლებს ერთი კრეტიდქულის მოპოვებას, მან ყოველი მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
● გადალახოს შეფასების მინიმალური ზღვარი - 60% (წინასატრენინგო დავალება; საკლასო დაკვირვება; ტრენინგის შემდგომი საშინაო დავალება);
● დაესწროს მოდულის მინიმუმ 10 საათს (80%)
ბათუმსა და ქობულეთში ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
ადგილზე მონიტორინგს ახორციელებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის მიმართულების კოორდინატორი - ირმა მახარაძე.
აღნიშნული ტრენინგი ეტაპობრივად ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.