სასკოლო კონფერენცია ფიზიკაში

2020 წლის 20 თებერვალს კერძო სკოლა „განათლებაში“ ჩატარდა კონფერენცია ფიზიკაში რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სკოლა განათლებისა და ბათუმის N2, N8, N18, N25 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. წარსადგენი თემების შინაარსი თავისუფალი იყო.
კონფერენციის ფასილიტატორები იყვნენ სკოლა განათლების ,, იმედის პულსარების კლუბის'' ფიზიკის მასწავლებლები ვენერა აბუსელიძე და რუსუდან ბერიძე. 
კონფერენციის მონაწილეებმა  ნაშრომებთან ერთად ჩაატარეს სადემონსტრაციო ექსპერიმენტები ხელნაკეთი ხელსაწყოებით. 
კონფერენცია ნათელი მაგალითი იყო სწავლებაში დანერგილი თანამედროვე მიდგომებისა. სწავლა კეთებით სასწავლო პროცესს მეტად მხიარულსა და საინტერესოს ხდის. სწავლების პროცესი ეფექტიანია, როცა მოსწავლე კეთებით ახდენს მიღებული ცოდნის განმტკიცებას. 
აღსანიშნავია, კლუბური აქტივობების როლიც მოსწავლეთა დაინტერესებისა და ცოდნის გაზიარების მიზნით.  კონფერენციაც ამ მიზანს ემსახურებოდა.
კონფერენციის მონაწილეებს მისალმნენ: სკოლა „განათლება“-ს დირექტორი - ქეთევან გოშხეთელიანი, ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე -  ლალი ლომთათიძე, საგნობრივი მიმართულების კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია და ბათუმის საჯარო სკოლების მოსწავლეთა კლუბების მეურვე-მასწავლებლები.
კომისიის მიერ მოწონებული ნაშრომები გაიგზავნება აჭარის მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაზე.