ტრენინგი ქართული ენის მასწავლებლებისათვის (V-XII კლ.)

22-23 თებერვალს აჭარის განათლების ფონდში, ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ტრენინგი ქართული ენასა და ლიტერატურის მასწავლებლებისათვის (V-XII კლ.): „სამუზეუმო მასალების გამოყენება ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ეფექტიანობისათვის “. 
ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: მუზეუმების გამოყენება სასწავლო დანიშნულებით; არტეფაქტების სამყარო; ხელნაწერები, როგორც სასწავლო რესურსი (პრაქტიკული სამუშაო); იკონოგრაფიის ფონდის მასალების გამოყენება (აქტივობის იმიტირება); სასწავლო      ექსკურსიის დაგეგმვა; მუზეუმების საგანმანათლებლო პროგრამები; აქტივობების  დაგეგმვა საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში; სამუზეუმო ექსპონატები სკოლაში, ვირტუალური ექსკურსიები მუზეუმებში - მოსწავლე გიდი; სასკოლო       ექსკურსიის იმიტირება; სასწავლო პროექტების შექმნა სამუზეუმო მასალების გამოყენებით. 
ტრენინგი ჩაატარა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერმა - მარიზა აბაშიძემ.
ტრენინგს ესწრებოდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების ტრენერები და აჭარის სკოლების პედაგოგები, რომლებმაც გაიარეს რეგისტრაცია.
ტრენინგის ხანგრძლივობა არის: 12 საკონტაქტო და 13 არასაკონტაქტო საათი. რაც ECTS - 1 კრედიტია.
22 თებერვალს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცვნენ: აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორი - ირაკლი თავბერიძე, დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ექსპერტი და ამ მოდულის ავტორი - მაია ინასარიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - შუშანა სურმანიძე, ფრანკფურტის (გერმანია) გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი - მანანა თანდაშვილი, აჭარის განათლების ფოდნის იურისტი - მინდია ნაკაშიძე. 
ტრენინგის  მონიტორინგს ახორციელებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორი - ხატია ბერიძე.
აღნიშნული ტრენინგი ეტაპობრივად დაიგეგმება და ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.