გრძელდება მათემატიკის უფროს მასწავლებელთა ტრენინგები (7-12 კლ.)

➡️ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) გრძელდება ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
➡️ 2022 წლის 12-21 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები ფიზიკისა და მათემატიკის (7-12 კლ.) უფროსი მასწავლებლების ორი ჯგუფისათვის (I ჯგუფი - 12:00 – 14:00 სთ.; II ჯგუფი - 19:00 – 21:00 სთ.). 
➡️ ტრენინგ-მოდულს: „საბაზო-საშუალო საფეხურზე მათემატიკის სწავლების დიდაქტიკის ცალკეული საკითხები უფროსი მასწავლებლებისთვის “, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი როინ ნაკაიძე. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
➡️ ტრენინგ-მოდულის მიზანია: მონაწილეებმა განივითარონ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურზე მათემატიკის სწავლების პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებისთვის აუცილებელი ცოდნა და უნარები; გაეცნონ მათემატიკის სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებს.
➡️ ტრენინგ-მოდულის ბოლოს მისაღწევი შედეგები: კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ პროგრამა GeoGebra-ს, როგორც დამხმარე ინსტრუმენტის გამოყენებას  მათემატიკის გაკვეთილის დაგეგმვისას, სწავლების პროცესში. 
➡️ კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საკითხებში:
• როგორ უნდა იქნას გამოყენებული ციფრული ტექნოლოგიები ალგებრის, გეომეტრიის და ალბათობის თეორიის საკითხების სწავლებისას;
• რა სახის კომპლექსური დავალებები უნდა იქნას გამოყენებული მოსწავლეთა მოტივაციის მიზნით და როგორ შეიძლება ისტ-ის გამოყენება ამ ამოცანების ამოხსნის პროცესში.
➡️ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: • დაესწროს ტრენინგის 70%-ს; • გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
➡️ ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდნენ:  დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია.