ტრენინგები ქართული ენის წამყვანი მასწავლებლებისათვის

➡️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს ტრენინგებს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
➡️ 2022 წლის 19-21 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი - „დიფერენცირება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე“ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე ქართული ენისა და ლიტერატურის (7-12 კლ.) მოქმედი მასწავლებლებისათვის.  
➡️ ტრენინგ-მოდულს: „დიფერენცირება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი ხათუნა ღაღანიძე. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 6 საკონტაქტო საათი, 3 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
➡️ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
• დიფერენცირების არსისა და მნიშვნელობის გააზრებას;
• დიფერენცირების საგნის, საფუძვლისა და შედეგების შესახებ მსჯელობას;
• დიფერენცირებასთან დაკავშირებული მითისა და რეალობის გამიჯვნას;
• დიფერენცირების ეფექტიანი მეთოდების ანალიზს და მათ გამოყენებას ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებაში.
➡️ 2022 წლის 22-24 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი - „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ინსტრუმენტების  გამოყენება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე“ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე ქართული ენისა და ლიტერატურის (7-12 კლ.) მოქმედი მასწავლებლებისათვის.  
➡️ ტრენინგ-მოდულს: „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ინსტრუმენტების  გამოყენება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი თინათინ გიორგაძე. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 6 საკონტაქტო საათი, 3 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
➡️ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
• TEDEd ინსტრუმენტის შესაძლებლობების გააზრებასა და მის ეფექტიან გამოყენებას სწავლებაში;     
• ონლაინ საპრეზენტაციო პროგრამების  შესაძლებლობების გააზრებასა და მათ ეფექტიან გამოყენებას სწავლებაში;     
• Renderforest - მულტფილმის, ანიმაციის, ინფოგრაფიკის, ლოგოს შესაქმნელი ონლაინ პლატფორმის შესაძლებლობების გააზრებასა და მის ეფექტიან გამოყენებას სწავლებაში.     
➡️ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%
➡️ტრენინგის მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდნენ  დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით- ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - ხატია ბერიძე.