დასრულდა ტრენინგი ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებლებისათვისდასრულდა ტრენინგი ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებლებისათვის

✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი ასრულებს ტრენინგებს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
✅ 2022 წლის 18-23 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის ბიოლოგიის მოქმედი მასწავლებლებისათვის.  ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 6 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
✅ ტრენინგ-მოდულს: „ინტერაქტიული ციფრული აქტივობები ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებლებისათვის“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ნანა ვარდმანიძე.
✅ ტრენინგ-მოდულის მიზანია: დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft-ის ინსტრუმენტებისა და სერვისების გამოყენება, ინტერაქტიული ციფრული აქტივობების გაცნობა და საკუთარი აქტივობების შექმნა პლატფორმაზე https://www.golabz.eu , მათი  სასწავლო პრაქტიკაში დანერგვის მიზნით.
✅ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები:
• შეძლებენ დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft-ის ინსტრუმენტებისა და სერვისების გამოყენებას, 
• ინტერაქტიული ციფრული აქტივობების შექმნას პლატფორმაზე https://www.golabz.eu, 
• მათ გამოყენებას სასწავლო პროცესში.    
✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს,
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
✅ 21 ივლისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო - დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით- ლალი ლომთათიძე.