ზოგადპროფესიული უნარების ტრენინგები დასრულდა

➡️  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) სრულდება საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლების ტრენინგები.
➡️ 2022 წლის 16-25 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მოქმედი მასწავლებლებისათვის.
➡️  ტრენინგ-მოდულს: „თანამედროვე მიდგომები სწავლებაში“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ნათია ფხალაძე. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი
➡️ მოდულის მიზანია: მონაწილეები გაეცნობიან დიფერენცირებული სწავლებისა და კონსტრუქტივიზმის ძირითად პრინციპებზე დაფუძნებულ სწავლისა და სწავლების მრავალფეროვან სტრატეგიებს, რომელთა სასწავლო პროცესში გამოყენება ხელს შეუწყობს მოსწავლეების შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას, მათში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას. მონაწილეები შეძლებენ განხილული სტრატეგიების გამოყენებას სასწავლო მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.
➡️ მოდულის თემატიკაა: დიფერენცირებული სწავლებისა და კონსტრუქტივიზმის ძირითადი პრინციპები; მოსწავლეებში სოციალური და მაღალი სააზროვნო უნარების (ანალიტიკური, კრიტიკული, შემოქმედებითი, მეტაკოგნიტური) გასავითარებელი სტრატეგიები და სასწავლო პროცესში მათი გამოყენების შესაძლებლობები.
➡️ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
 - დაესწროს ტრენინგის 70%-ს
 - გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%
➡️ 21 ივლისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცვნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - მაია ზოსიძე.