ხელოვნების უფროს მასწავლებელთა ტრენინგები დასრულდა

➡️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი ასრულებს ტრენინგებს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
➡️ 2022 წლის 18-27 ივისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე ხელოვნების  მოქმედი მასწავლებლებისათვის.  ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
➡️ ტრენინგ-მოდულს: ინტერდისციპლინური სწავლება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე უფროსი მასწავლებლებისათვისატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი: ხათუნა ლომაძე.

➡️კურსის მიზანია: მონაწილეებს მისცეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლებისათვის აუცილებელი საგნობრივი ცოდნა და უნარები.
➡️ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
შეძლებენ ინტერდისციპლინური სწავლების მნიშვნელობის გაანალიზებას;

ეროვნულ სასწავლო გეგმის მიხედვით საგანთაშორისი კავშირების დაამყარებას;

ხელოვნების, როგორც სასწავლო დისციპლინის პოტენციალის განსაზღვრას ინტერდისციპლინური აქტივობების დაგეგმვისას;

შეასრულებენ ინტერდისციპლინურ აქტივობებს და თავადაც დაგეგმავენ საკუთარი საკლასო ოთახისა და კონტექსტის შესაბამის დავალებებს;
➡️ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%

➡️22 ივლისს რენინგების მიმდინარეობას  გაეცნო: აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.