დასრულდა მათემატიკის (1-6 კლ.) უფროს მასწავლებელთა ტრენინგები

➡️ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) სრულდება საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლების ტრენინგები.
➡️ 2022 წლის 16-25 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები დაწყებითი საფეხურის მათემატიკის უფროსი მასწავლებლებისათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
➡️ ტრენინგ-მოდულს: დაწყებით საფეხურზე მათემატიკის სწავლების დიდაქტიკის ცალკეული საკითხები უფროსი მასწავლებლებისთვის“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი ნინო ვაშალომიძე.
➡️ აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზანია: მონაწილეებს მისცეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებით საფეხურზე მათემატიკის  სწავლების პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებისთვის აუცილებელი ცოდნა და უნარები; გაეცნონ მათემატიკის სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებს.
➡️ ტრენინგ-მოდულის ბოლოს მისაღწევი შედეგები: 
• კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საკითხებში:
-    პროგრამა GeoGebra-ს, როგორც დამხმარე ინსტრუმენტის გამოყენებას  მათემატიკის გაკვეთილის დაგეგმვისას, სწავლების პროცესში.
-    როგორ უნდა განხორციელდეს მათემატიკური და/ან STEAM პროექტების გამოყენებით სწავლება დაწყებით საფეხურზე; 
-    როგორ უნდა იქნას გამოყენებული მათემატიკური შინაარსის, საგანმანათლებლო კომპიუტერული პროგრამები კონკრეტული მათემატიკური შინაარსის მასალის სწავლებისას და ცოდნის შეფასებისას
➡️ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: • დაესწროს ტრენინგის 70%-ს; • გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
➡️ 20 ივლისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცვნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - ხატია ბერიძე.